ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ქრისტეფორე ნინიაშვილი
დაბადების თარიღი: | 15 აპრილი, 1921 (104 წლის) |
კატეგორია: | მსაჯი, მწვრთნელი, სამბო, ქართული ჭიდაობა, ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა ხოვლში (კასპი). ცნობილი ფალავანი, მწვრთნელი და სპორტის მოღვაწე, სამბოს და ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში (1944, 45, 47, 49), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1948, 49). საქართველოს სამბისტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1950-72), საქართველოს და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი, ავტორი წიგნისა “ქართული ჭიდაობა” (1997).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 328გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1952 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. დონის როსტოვი
- 1950 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ყაზანი
- 1949 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლენინგრადი
- 1948 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
- 1947 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
|