ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გურამ პაპიტაშვილი
დაბადების თარიღი: | 15 აპრილი, 1934 (91 წლის) |
კატეგორია: | მწვრთნელი, სამბო, ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ კირბალში (გორი). ძიუდოს მწვრთნელი. სსრკ სტუდენტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1964-74, 85), სსრკ პირველი ნაკრების მწვრთნელი (1963-78). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები: შოთა ჩოჩიშვილი, თემურ ხუბულური, ანზორ ქიბროწაშვილი, როინ მაღალთაძე, გიორგი თენაძე (ყველა – ძიუდო) და ჯემალ მჭედლიშვილი (სამბო). გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზკულტურის კათედრის გამგე (1995-იდან), ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 330 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|