The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ანზორ ქიბროწაშვილი

ანზორ ქიბროწაშვილი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:28 ნოემბერი, 2008  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:სამბო, ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა ახმეტაში. ძიუდოისტი (93 კგ.). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1965), ევროპის ჩემპიონი პირად (1965) და ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ (1962, 63, 66, 67) პირველობაში, სამგზის მეორე (1963, 67, 69) და მესამე (1966) პრიზიორი პირად ჩათვლაში, სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1966, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი.

სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1961 წლიდან

საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი 1965 წლიდან.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  229 გვ.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" გორი (1961-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ძერჟინსკი
    სამბო
  • 1969 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ოსტენდი
    ძიუდო
  • 1968 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ლოზანა
    ძიუდო
  • 1967 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. რომი
    ძიუდო
  • 1967 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. რომი
    ძიუდო
  • 1966 - პირველი და მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ლუქსემბურგი
    ძიუდო
  • 1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
    სამბო
  • 1965 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. რიო - დე - ჟანეირო
    ძიუდო
  • 1965 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. მადრიდი
    ძიუდო
  • 1963 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ჟენევა
    ძიუდო
  • 1963 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ჟენევა
    ძიუდო
  • 1963 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
    სამბო
  • 1962 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ესენი
    ძიუდო
  • 1961 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
    სამბო

გააზიარე: