ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
რამაზ ხარშილაძე
დაბადების თარიღი: | 16 იანვარი, 1951 |
გარდაცვ. თარიღი: | 13 სექტემბერი, 2017 (66 წლის ასაკში) |
კატეგორია: | სამბო, ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ ნაცარგორაში (ხაშური).ძიუდოისტი (95 კგ). XXI ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1976, მონრეალი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატების მეორე (1976) და ორგზის მესამე (1975, 80) პრიზიორი, სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 79), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1974, 76, 79, 80), სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1971, 73). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 232 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "ასკ" თბილისი
- "დინამო" თბილისი
- "საბჭოთა არმია" თბილისი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1978 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტაშკენტი
- 1977 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო
ძიუდო
- 1975 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ლიონი
ძიუდო
- 1975 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მეხიკო
ძიუდო
- 1975 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიშინიოვი
ძიუდო
- 1974 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. რიგა
ძიუდო
- 1973 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მაიკოპი
- 1973 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მაიკოპი
- 1973 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
ძიუდო
- 1972 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კრასნოიარსკი
- 1971 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
- 1971 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (მეორე ქვესაშუალო კატეგორია)
|