ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ოლეგ იაძე
დაბადების თარიღი: | 29 მარტი, 1961 (64 წლის) |
კატეგორია: | მწვრთნელი, სამბო |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ მეტეხში (კასპი). სამბოს მწვრთნელი. სსრკ ჩემპიონი ჭაბუკებსა (1978) და ახალგაზრდებში (1979). საქართველოს ჭაბუკთა (1987-88), ახალგაზრდული (1988-91) და ეროვნული (1991-იდან) ნაკრებების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა არაოფიციალურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (1997). მისი აღზრდილები არიან: ბადრი ჯანიაშვილი, მამუკა კურდღელაშვილი, ივანე გამხიტაშვილი, მევლუდ მელაძე, მამუკა ჯანანაშვილი, არჩილ ბიძინაშვილი და ჯამბულ ქამხაძე. იყო საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი (2004). ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 332 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|