The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გიორგი (გულო) რცხილაძე

გიორგი (გულო) რცხილაძე
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 1968  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, დიდუბის პანთეონი
კატეგორია:სპორტული ტანვარჯიში

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. სპორტული ტანმოვარჯიშე. სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1932,33, 34), სსრკ ნაკრების ლიდერი 1930-იან წლებში. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. 1972 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ტანვარჯიშის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლას.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  171 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "სპარტაკი" თბილისი

გააზიარე: