Search
The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.
|
თენგიზ მაცუკაშვილი
Date of birth: | 25 April, 1935 |
Date of death: | 12 June, 1993 (at 58 years) |
Burial location: | თბილისი. საბურთალოს სასაფლაო |
Category: | Gymnastics |
Biography
დაიბადა ქ. თბილისში. 1953 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 21-ე ვაჟთა სკოლა. ადრეული ასაკიდან ეუფლებოდა სპორტულ ტანვარჯიშს მწვრთნელ - ავთანდილ ცომაიას ხელმძღვანელობით. სკოლაში სწავლის პერიოდშივე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული გუნდურ და პირად პირველობებზე, ხოლო მოგვიანებით, ასევე მოიპოვა კავშირის სპორტის ოსტატის ტიტული. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სპორტის აკადემიაში (მაშინდელი საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი), რომელიც წარმატებით დაამთავრა. შემდგომ ჩააბარა ქ. მოსკოვის მე-2 სამედიცინო უნივერსიტეტში. დაამთავრა ასევე წარმატებით. როგორც ექიმი, ჯერ მუშაობდა საგარეჯოს რაიონის დაბა გომბორის მთავარ ექიმად. ბოლოს თბილისის 22-ე პოლიკლინიკის და სტაციონარის გაერთიანების მთავარ ექიმად. გარდაცვალებამდე მუშაობდა რეაბილიტაციის ცენტრის პროექტზე, რომელიც, სამწუხაროდ, არ დასცალდა. იყო უმაღლესი კატეგორიის ექიმის და საპატიო თბილისელის ტიტულებისს მფლობელი, რომელიც განსაკუთრებულად ეამაყებოდა. გარდაიცვალა 1993 წლის 12 ივნისს ფილტვის სიმსივნით. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
Member of Organizations
- "ბურევესტნიკი" თბილისი (1958-)
|