შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
ომარ ბრეგვაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ამბროლაურში 1955 წ. დაამთავრა ამბროლაურის რ-ის პირველი საშუალო სკოლა. 1965 წლიდან სსრ კავშირის სპორტის ოსტატი. 1968 წ. დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სპეციალობით. 1968-1970 წწ. ამბროლაურის მუშა-ახალგაზრდობის საშუალო სკოლის დირექტორი და ამბროლაურის მეორე საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლბელი. 1970 წ.-დან გარდაცვალებამდე ამბროლაურის სპორტული სკოლის დირექტორი. ომარ ბრეგვაძემ მთელი ცხოვრება სპორტს (სპორტულ ასპარესზე არა ერთ წარმატებას მიაღწია), სპორტის განვითარებას და შემდგომ ახალგაზრდა თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი ხელმძღვანელობის პეროდში ამბოლაურის სპორტული სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს (მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაზე 1982 წ. 32-ე სპარტაკიადაზე მეოთხე ადგილი, 33-ე სპარტაკიადაზე მესამე ადგილი, ხოლო 34-ე სპარტაკიადაზე პირველი ადგილი დაიკავეს. წარმატებები მხოლოდ ამით არ შემოიფრგლება, ამის დასტურია ის უამრავი ჯილდო, გარდამავალი თასი, დიპლომი და სიგელი, რომელიც ამბროლაურის სპორტულ სკოლას აქვს მიღებული მისი ხელმძღვანელობის პერიოდში). საქმისადმი უსაზღვრო ერთგულება და დიდი შრომა დაუფასდა, რისი დასტურია მიღებული მრავალი ჯილდო და სიგელი:
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |