Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
პაატა შამუგია![]()
Biographyდაიბადა თბილისში. ტანმოვარჯიშე. მსოფლიოს თასის მფლობელი ბჯენით ხტომაში (1975), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (1974), სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1973 _ ღერძზე ვარჯიშში, ბჯენით ხტომასა და გუნდურ პირველობაში; 1974 _ ღერძზე ვარჯიშში; 1975 _ ბჯენით ხტომაში; 1976 _ მრავალჭიდსა და ბჯენით ხტომაში; 1977 _ ბჯენით ხტომაში), სსრკ თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1973 _ მრავალჭიდში, ღერძზე ვარჯიშსა და ბჯენით ხტომაში), სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი ბჯენით ხტომაში (1975, 79) , იუნიორთა საკავშირო სპარტაკიადის (1971) ჩემპიონი (ტაიჭზე ვარჯიშში), მეორე (აბსოლუტურ პირველობაში) და მესამე (თავისუფალ ვარჯიშში) პრიზიორი, სსრკ IV საკონკურსო პირველობაში გამარჯვებული (1973 _ ღერძზე ვარჯიშში), მოსკოვის საერთაშორისო ტურნირის ორგზის ჩემპიონი (1974 _ ტაიჭზე ვარჯიშში, 1975 _ თავისუფალ ვარჯიშში), ინგლისის ღია პირველობის აბსოლუტური ჩემპიონი (1975). წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 174 გვ. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |