The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლევ გოლოვნია

ლევ გოლოვნია
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1889
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1969  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, ფარიკაობა

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. ფარიკაობის მწვრთნელი. საქართველოში ფარიკაობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თავიდან მისდევდა ტანვარჯიშსა და მძლეოსნობას. ფარიკაობაში ვარჯიში დაიწყო1914 წელს, იტალიელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით, კიევის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. იყო ფარიკაობის იტალიური სკოლის მიმდევარი, აღზარდა არაერთი ცნობილი სპორტსმენი და ფარიკაობის სპეციალისტი. მუშაობდა ამიერკავკასიის ფიზკულტურის ინსტიტუტში (ბაქო). საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის დაარსებისთანავე (1938) ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ფარიკაობის კათედრას. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  324 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი

გააზიარე: