The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



დიმიტრი იოსელიანი

დიმიტრი იოსელიანი
Date of birth:2 December, 1913
Date of death:6 March, 1989  (at 75 years)
Category:Athletics

Biography

დაიბადა სოფელ ჩიბათში (ლანჩხუთი).  მსოფლიოს არაოფიციალური რეკორდსმენი ადგილიდან სიმაღლეზე ხტომაში (1936). სსრკ რვაგზის ჩემპიონი (1934, 35 – ადგილიდან სიგრძეზე ხტომა, ადგილიდან სიმაღლეზე ხტომა, ადგილიდან სამხტომი; 1936 – ადგილიდან სიგრძეზე ხტომა, ადგილიდან სიმაღლეზე ხტომა). სპორტსაზოგადოება “ნაუკას” საკავშირო საბჭოს თავმჯდომარე (1935-40). საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის რექტორი (1946-52), ამავე ინსტიტუტის მძლეოსნობის კათედრის გამგე (1956-83). 1983-იდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი იყო. მისი თაოსნობით აშენდა ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის ახალი შენობა (1955), მძლეოსნობის სასახლე (1979), რომელიც მის სახელს ატარებს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  322 გვ.

Member of Organizations

  • "მოლნია" თბილისი

Share: