დაიბადა თბილისში. მძლეოსანი (თარჯრბენი, სიგრძეზე ხტომა). ევროპის ჩემპიონატის (1946) ორგზის მეორე პრიზიორი 80 მ თარჯრბენსა (ფინალში 0,1 წამით ჩამორჩა გამარჯვებულს_ლეგენდარულ ჰოლანდიელ მორბენალს, ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ფანი ბლანკერს-კუნს) და 4 X 100 მ ესტაფეტაში. სსრკ ჩემპიონი (1944, სიგრძეზე ხტომა), რვაგზის მეორე (1945, 46, 47, 48, 50, 52) და ორგზის მესამე (1944, 49) პრიზიორი, ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1952, ფინალში ვერ გავიდა), სსრკ მრავალგზის რეკორდსმენი. საუკეთესო პირადი შედეგი: 80 მ თარჯრბენი _ 11,1 წმ; სიგრძეზე ხტომა _ 5,62 მ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 152 გვ.