The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ვიქტორ სანეევი

ვიქტორ სანეევი
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მძლეოსნობა

ბიოგრაფია

დაიბადა სოხუმში. მძლეოსანი (სამმხტომელი). XIX, XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო _ 17,39 მ;  1972, მიუნხენი _ 17,35 მ;  1976, მონრეალი _ 17,29 მ), XXII ოლიმპიადის მეორე პრიზიორი (1980, მოსკოვი _ 17,24 მ), ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში რვაგზის გამარჯვებული (1969, 71-72, 74-77), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1968-70, 73-74, 78) და მეორე პრიზიორი (1967),  სსრკ ხალხთა V (1971) და VI (1975) სპარტაკიადების ჩემპიონი, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი (1970, 73-75), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971), სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი (1968 _ 17,23 და 17,39 მ;  1972 _ 17,44 მ). საუკეთესო პირადი შედეგი _ 17,44 მ. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1968, 72, 76). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. სოკის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი. 1992  წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000)  იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  154 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" სოხუმი

გააზიარე: