The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



მურთაზ მნათობიშვილი

მურთაზ მნათობიშვილი
Legal name:მურთაზ მნათობიშვილი
Date of birth:23 November, 1939  (85 years)
Category:Coach, Rowing

Biography

დაიბადა ქალაქ თბილისიში, მთაწმინდაზე.

სწავლობდა თბილისის პირველ საშუალო სკოლაში (ყოფილი თბილისის გიმნაზია).

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი პედაგოგის სპეციალობით. შემდგომში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

აქტიურად იყო ჩართული სპორტში. იყო საქართველოს ნაკრების წევრი საბაიდარო ნიჩბოსნობაში. მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატის წოდება. 1973 წლიდან არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი. მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის წარჩინებული მასწავლებლის წოდება.

მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული და მომზადებული იქნა „სპორტის შესახებ“ მოქმედი კანონი. მისი უშუალო ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, როგორც თბილისის სპორტულ ნაგებობათა სამმართველოს უფროსისა, თბილისში მარჯანიშვილის ქუჩაზე აშენდა ჩოგბურთის დახურული კორტები, ხოლო, სანაპიროზე ვერეს საცურაო კომპლექსი. ჩატარებული აქვს თბილისში გრანდიოზული სპორტული ღონისძიებები: მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადა 10 000 მონაწილით და მასობრივი ღონისძიება სპორტი ყველასათვის გარბენი თბილისში მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით 19 000 მონაწილე.

მურთაზ მნათობიშვილი არის საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტის დამფუძნებელი; ასოციაციის "სპორტი ყველასათვის"; ქართული საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფონდის; სპორტსაზოგადოება „მართვეს“ და „იუნესკოს“ ასოცირებული რაინდთა საავტორო სკოლის.

1977-79 წლებში საქართველოს უმაღლესი სასამართლოს საქმეთა მმართველის მოადგილე შემდგომ მმართველი;

1991-2001 წლებში იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) თბილისის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

Member of Organizations

  • "სპარტაკი" თბილისი (1973-)

Share: