The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ალექსანდრა ჯაფარიძე

ალექსანდრა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1895
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 1974  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა ჭიათურის რაიონში, სოფელ ხრეითში. ალპინისტი. პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი, ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. შესრულებული აქვს 100-მდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. საეტაპო იყო პირველი ასვლა მყინვარწვერზე (1923), თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), დიხ-თაუზე (1950), ცენტრალური კავკასიონის დიდი ტრავერსი (1940). მყინვარწვერის კალთებზე (ზღვის დონიდან 4100 მ) აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის გამოქვაბული (1948). აღზარდა ქართველ მთამსვლელთა მრავალი თაობა. ქართულ ენაზე თარგმნა ფრანგი მთამსვლელის, მორის ერცოგის გახმაურებული წიგნი `ანაპურნა~ (1974). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსხურებული მოღვაწე. ალექსანდრა ჯაფარიძის სახელი მიენიჭა მის მიერვე დაარსებულ სკოლას ხრეითში, მწვერვალს კავკასიონზე, ჭაუხების მასივში.ხრეითში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 279 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბოლშევიკი" თბილისი

გააზიარე: