ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ჯუმბერ მეძმარიაშვილი
დაბადების თარიღი: | 16 აპრილი, 1929 |
გარდაცვ. თარიღი: | 27 აგვისტო, 1961 (32 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილიში. ალპინისტი. სსრკ ორგზის ჩემპიონი სასიმაღლო (1955, სტალინის პიკი) და ტრავერსების კლასში (1960, ზულუმარტი-იმიერალაის ქედები), მეორე პრიზიორი სასიმაღლო კლასში (1956, მოსკოვის პიკი). სპორტის ოსტატი, საქართველოს ალპური კლუბის პრეზიდიუმის წევრი. დაიღუპა მწვერვალ "პობედაზე" (ტიან - შანი).
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 281 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "ბურევესტნიკი" თბილისი (1956-)
|