Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
შოთა მირიანაშვილი![]()
Biographyდაიბადა ახალსოფელში (ყვარელი). ალპინისტი. სსრკ ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, სუღრანის დიდი ნალი), სამგზის მეორე (1960, 75, 77) და სამგზის მესამე (1965, 69, 73) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. არის პირველი ქართული ექსპედიციების მონაწილე, რომელმაც დალაშქრა ალპების მწვერვალები (მონბლანი, მონტეროზა) და განახორციელა ტრიენის ალპების პიკთა ტრავერსი (1964). კავკასიონის, პამირისა და ტიან - შანის მთებში თანაგუნდელებთან ერთად ურთულესი გზებით განახორციელა მრავალი პირველასვლა, მათ შორის შხარას მასივზე.ხელმძღვანელობდა 130-ზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. თსუ-ის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი (1956-იდან), საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი (2000-იდან) წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 282 გვ. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |