The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ჯოკია გუგავა

ჯოკია გუგავა
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 1999  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა

ბიოგრაფია

დაიბადა ლასკადურაში (ლენტეხი). ალპინისტი, სსრკ სამგზის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1960, ზულუმარტისა და იმიერალაის ქედები; 1965, აილამა-მისესტაუ) და ტექნიკურ კლასში (1964, უშბის სარკე), სსრკ ორგზის მეორე პრიზიორი სასიმაღლო (1955, პიკი როსია) და ტრავერსების კლასში (1958, ფასის მთა-ჯანღა). განახორციელა 26 ასვლა 7 000 მეტრზე მაღალ მწვერვალებზე. საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 281 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განთიადი" ლენტეხი (1964-)

გააზიარე: