ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
დიმიტრი შარაშენიძე
დაბადების თარიღი: | 15 აპრილი, 1937 (88 წლის) |
კატეგორია: | ალპინიზმი, სპელეოლოგია.მთამსვლელობა |
ბიოგრაფია
დაიბადა ქალაქ თბილისში. ალპინისტი. სსრკ ჩემპიონი ტექნიკურად რთული ასვლების კლასში (1976, ჯიგიტი, ტიან-შანი) და მესამე პრიზიორი სასიმაღლო-ტექნიკურ კლასში (1965, მთავარი ჯანღა). საქართველოს ალპინისტთა ნაკრების მწვრთნელი (1979-82), სსრკ სპორტის ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 282 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|