ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
რენა აბჟანდაძე
დაბადების თარიღი: | 24 ივნისი, 1940 |
გარდაცვ. თარიღი: | 10 ივლისი, 1995 (55 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ჩოგბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ჩოგბურთელი. აზიის ჩემპიონი (1968), სსრკ ჩემპიონატის ფინალისტი (1966). შვიდი წელი შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ათეულში: 1960 (9 ნომერი), 1961 (7), 1962 (9), 1965 (5), 1966 (4), 1967 (4), 1968 (8). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. მისი აღზრდილები არიან ვიქტორ ხურდა, ეკა ბოკუჩავა, ირინე გერაძე და ირაკლი ლაბაძე. 1996 წლიდან თბილისში ტარდება მისი მემორიალური ტურნირი ახალგაზრდა ჩოგბურთელთა შორის.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 210 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|