Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
ალექსანდრე მეტრეველი![]()
Biographyდაიბადა თბილისში.ჩოგბურთელი. უიმბლდონის სამგზის ფინალისტი ერთეულთა თანრიგში (1973) და შერეულ წყვილებში (1968, 70 _ ოლგა მოროზოვასთან ერთად). ევროპის 16-გზის ჩემპიონი (აქედან 1970-71, 73, 75, 77-78 წლებში _ ერთეულთა თანრიგში), სსრკ 29-გზის ჩემპიონი (აქედან 1966-67, 69-76, 78, 80 წლებში _ ერთეულთა თანრიგში). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1975). ათეულობით სხვა საბჭოთა და საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ერთადერთი საბჭოთა ჩოგბურთელი კაცი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა (1974-ში _ მე-9 ნომრად). 18 წელიწადს შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ კაცთა ათეულში, აქედან 12-ჯერ _ პირველ ნომრად (1966-67, 69-78). მონაწილეობა მიიღო “დიდი სლემის” 23 ტურნირში (74 შეხვედრიდან 52 მოიგო). სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა “დევისის თასის” 38 მატჩში (105 შეხვედრიდან 80 მოიგო). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. მოთამაშის კარიერის დამთავრების შემდეგ იყო საქართველოს სსრ სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სსრკ ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, უზბეკეთის ნაკრების კონსულტანტი. ღირსების ორდენის კავალერი. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 210 გვ. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |