The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ალექსანდრე მეტრეველი

ალექსანდრე მეტრეველი
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:ჩოგბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში.ჩოგბურთელი. უიმბლდონის სამგზის ფინალისტი ერთეულთა თანრიგში (1973) და შერეულ წყვილებში (1968, 70 _ ოლგა მოროზოვასთან ერთად). ევროპის 16-გზის ჩემპიონი (აქედან 1970-71, 73, 75, 77-78 წლებში _ ერთეულთა თანრიგში), სსრკ 29-გზის ჩემპიონი (აქედან 1966-67, 69-76, 78, 80 წლებში _ ერთეულთა თანრიგში). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1975). ათეულობით სხვა საბჭოთა და საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ერთადერთი საბჭოთა ჩოგბურთელი კაცი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა (1974-ში _ მე-9 ნომრად). 18 წელიწადს შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ კაცთა ათეულში, აქედან 12-ჯერ _ პირველ ნომრად (1966-67, 69-78). მონაწილეობა მიიღო “დიდი სლემის” 23 ტურნირში (74 შეხვედრიდან 52 მოიგო). სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა “დევისის თასის” 38 მატჩში (105 შეხვედრიდან 80 მოიგო). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. მოთამაშის კარიერის დამთავრების შემდეგ იყო საქართველოს სსრ სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სსრკ ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, უზბეკეთის ნაკრების კონსულტანტი.  ღირსების ორდენის კავალერი.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  210 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ვენა (ერთეულთა თანრიგი)
  • 1975 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ვენა (ვაჟთა წყვილი, შერეული წყვილი)
  • 1974 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ვროცლავი (ერთეულთა თანრიგი)
  • 1974 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ვროცლავი (ვაჟთა წყვილი, შერეული წყვილი და გუნდური)
  • 1973 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. პესკარი (ერთეულთა თანრიგი და შერეული წყვილი)
  • 1972 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ბუდაპეშტი (ვაჟთა წყვილი, შერეული წყვილი)
  • 1972 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ბუდაპეშტი (ერთეულთა თანრიგი)
  • 1971 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ლუქსემბურგი ( შერეული წყვილი და გუნდური)
  • 1970 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სოფია (ვაჟთა წყვილი, შერეული წყვილი და გუნდური)

გააზიარე: