ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ალექსანდრე ტუტაკაევი
დაბადების თარიღი: | 10 სექტემბერი, 1943 (81 წლის) |
კატეგორია: | ცურვა |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. მოცურავე (ბრასი). ევროპის ჩემპიონი (1966 – კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ) და მეორე პრიზიორი (1966 – 200 მ), სსრკ ჩემპიონი (1966 – 200 მ), მეორე (1964 – 400 მ) და ორგზის მესამე (1963 – კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ, 1966 – 100 მ) პრიზიორი, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე (200 მ – IV ადგილი; კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ – IV ადგილი). საუკეთესო პირადი შედეგები: ბრასი 100 მ – 1.09.1 წთ, 200 მ – 2.29.8 წთ. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 216 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
- 1966 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
- 1964 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
- 1963 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
|