The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



თინათინ ლეკვეიშვილი

თინათინ ლეკვეიშვილი
Date of birth:2 January, 1954  (71 years)
Category:Swimming

Biography

დაიბადა თბილისში. მოცურავე. ევროპის ჩემპიონი (1970, გულაღმა 100 მ), მეორე (1970, კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ) და მესამე (1970, გულაღმა 200 მ) პრიზიორი, ევროპის თასის მფლობელი (1969), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1968-71, გულაღმა 100 მ; 1970-72, გულაღმა 200 მ) და სამგზის მეორე პრიზიორი (1968-69, გულაღმა 200 მ; 1972, გულაღმა 100 მ). 1968 წლის მეხიკოს (კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ – IV ადგილი, გულაღმა 100 მ – XV, გულაღმა 200 მ – XXV) და 1972 წლის მიუნხენის (კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ – IV, გულაღმა 100 მ – X; გულაღმა 200 მ – XX) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. პირადი საუკეთესო შედეგები: გულაღმა 100 მ – 1.06,96 წთ, გულაღმა 200 მ – 2.26,50 წთ. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1970). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  217 გვ.

Member of Organizations

  • "დინამო" თბილისი

Awards and Honors

  • 1972 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1972 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
    ზურგზე 200მ. -2.26,5(სსრკ რეკორდი)
  • 1971 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
    ზურგზე 100მ. 1.08,0 და 200მ. -2.28,7(სსრკ რეკორდი)
  • 1970 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. მადრიდი
    ზურგზე 100მ.
  • 1970 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლვოვი
    ზურგზე 100მ. 1.09,0 და 200მ. -2.29,2(სსრკ რეკორდი)
  • 1970 - მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. მადრიდი
  • 1970 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. მადრიდი
  • 1969 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ხარკოვი
    ზურგზე 100მ. 1.10,8(სსრკ რეკორდი)
  • 1969 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ხარკოვი
  • 1968 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. წიხკაძორი
  • 1968 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. წიხკაძორი
    ზურგზე 100მ. 1.10,7(სსრკ რეკორდი)

Share: