The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



იგორ ომელჩენკო

იგორ ომელჩენკო
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ცურვა

ბიოგრაფია

დაიბადა ბათუმში. მოცურავე (გულაღმა). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1976 – 100 მ), ევროპის თასის მფლობელი პირად და გუნდურ პირველობაში (1976), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1975 – 200 მ; 1977 – 100 მ), მეორე (1975 – 100 მ) და მესამე (1978 – 100 მ) პრიზიორი. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (კომბინირებული ესტაფეტა – V ადგილი; 100 მ – XIII; 200 მ – XIII). პირადი საუკეთესო შედეგები: 100 მ – 58.77 წმ; 200 მ – 2.07.51 წთ. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  216 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "განთიადი" ბათუმი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1977 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. დნეპროპეტროვსკი
  • 1975 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
    ზურგზე 200მ. -2.10,48(სსრკ რეკორდი)
  • 1975 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი

გააზიარე: