The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ლუკა იოაკიმიდი

ლუკა იოაკიმიდი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1992  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მსაჯი, მწვრთნელი, ცურვა

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ცურვისა და წყალბურთის მწვრთნელი. საქართველოში სპორტული ცურვისა და წყალბურთის ფუძემდებელი. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი. სსრკ მოცურავეთა ნაკრების მწვრთნელი (1967-70). 1940-70-იან წლებში იყო საქართველოს მოცურავეთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი. თბილისის “დინამოს” წყალბურთელთა გუნდის მეკარე და მთავარი მწვრთნელი (1949-52). მისი აღზრდილები არიან: პეტრე მშვენიერაძე, ნოდარ გვახარია, ლია ფაჩულია და ალექსანდრე იოაკიმიდი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. გარდაიცვალა 1992 წელს კრასნოდარის მხარეში (რუსეთი).

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  325 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: