Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
მალხაზ ერისთავი![]()
Biographyმალხაზ ერისთავი დაიბადა თბილისში 1924 წლის 24 ნოემბერს. 1938 წლიდან გატაცებული იყო ცხენოსნობით, რომელიც მის ოჯახს მოსდგამდა თაობიდან თაობამდე. ის იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ამიერკავკასიის სპარტაკიადების გამარჯვებული, საკავშირო შეჯიბრებათა პრიზიორი. მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენი და სპორტის ოსტატი. 1956 წლიდან მუშაობდა მწვრთნელად და გადასცემდა თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს. 1959 წლიდან იყო ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი და ცხენოსნობის რესპუბლიკური ფედერაციის მწვრთნელთა საბჭოს თავმჯდომარე. 1957 წლიდან სპორტსაზოგადოება "სპარტაკი" ს წევრი.
1950 წელი თბილისის პირველობა „ჯირითი ბარიერების გადალახვით“ (3კმ.) 1–ადგილი და მიენიჭა ამ სახეობის ჩემპიონის ტიტული. 1957 წ.: ამიერკავკასიისა და მოლდოვეთის VIII –სპარტაკიადა მოსკოვში 1 – ადგილი „ცხენის წვრთნა“ –ში „მცირე პრიზის“ შეჯიბრში. მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1957 წელი ამიერკავკასიისა და მოლდოვეთის სს რეპუბლიკების VIII –სპარტაკიადა მოსკოვში 1 – ადგილი „ცხენის წვრთნა“ –ში „დიდი პრიზის“ შეჯიბრში. მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1957 წლის პირველობა საქართველოში. დაიკავა 1 – ადგილი „სან გეორგში“ და მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის წოდება. 1957 წელი საკავშირო საკლუბო გუნდების შეჯიბრზე „მცირე პრიზი“ დაიკავა 1– ადგილი . მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1957 წლის 30 ოქტომბერი –საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი „1957 წლის ამიერკავკასიისა და მოლდოვეთის რესპუბლიკების საპარტაკიადაზე წარმოდგენილი საქართველოს საცხენოსნო ნაკრების (მ.ერისთავი იყო ნაკრების მწვრთნელი) მომზადების მაღალი დონისა და წარმატებებისათვის. 1958 წელი საქართველოს XVI პირველობა “დიდი პრიზი“ დაიკავა 1–ადგილი. მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1958 წელი საქართველოს XVI პირველობა “მცირე პრიზი“ დაიკავა 1–ადგილი. მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1959 წლის 15 ივნისი საქართველოს სსრ II სპარტაკიადა ცხენოსნობაში, დაიკავა 1–ადგილი ცხენის წვრთნაში „დიდი პრიზი“. მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება. 1959 წელს საქართველოს პირველობა ცხენოსნობაში დაიკავა 1 ადგილი „დიდი პრიზის“ შეჯიბრში. მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1959 წელს საქართველოს პირველობა ცხენოსნობაში დაიკავა 1 ადგილი „მცირე პრიზის“ შეჯიბრში. მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1960 წელი 26 მაისი – საქართველოს პირველობა ცხენის წვრთნაში „მცირე პრიზი“ დაიკავა 1 ადგილი და მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1960 წელი 26 მაისი – საქართველოს პირველობა ცხენის წვრთნაში „დიდი პრიზი“ დაიკავა 1–ადგილი და მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1961 წ. საქართველოს სსრ პირად–გუნდური პირველობა ცხენოსნობაში ცხენის წვრთნა „დიდ პრიზზე“ დაიკავა 1 –ადგილი. მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1961 წელს მალხაზ ერისთავის მწვრთნელობით მომზადებულმა გუნდმა საქართველოს პირველობაზე ცხენოსნობაში 1 – ადგილი დაიკავა. 1962 წლის საქართველოს პირველობაზე დაიკავა 1–ადგილი „დიდი პრიზის“ შეჯიბრში და მიენიჭა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. 1962 წელს მალხაზ ერისთავის მწვრთნელობით მომზადებულმა გუნდმა საქართველოს პირველობაზე ცხენოსნობაში 1 – ადგილი დაიკავა. 1964 წელს დაჯილდოებულია საუკეთესო მსაჯობისთვის საცხენოსნო შეჯიბრებში საბჭოთა კავშირის სპორტული საზოგადოებებისა და ორგანიზაციების ცენტრალური საბჭოს მიერ. 1964 წლის 13 სექტემბერს დაჯილდოვებულია მე–7 საკავშირო საცხენოსნო შეჯიბრების გატარებისათვის . სიგელს ხელს აწერს სემიონ ბუდიონი. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |