The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ბოჩო იაშვილი

ბოჩო იაშვილი
ოფიციალური სახელი:რუსლან იაშვილი
სხვა სახელი:Гиви Ираклиевич
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 1997  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:კრივი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. სოხუმში 1933 წლის 21 ნოემბერს. დაამთავრა სოხუმის პედაგოდიური ინსტიტუტი. მისი მწვრთნელი იყო წარსულში ცნობილი მოკრივე გიორგი ჭანტურია. 1946-1952 წლებში იყო აფხაზეთის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი პირად და გუნდურ ასპარეზობებში. მონაწილეობდა სსრკ სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში. მსაჯობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე. მწვრთნელად მუშაობდა 40 წელზე მეტს. აღზრდილთა შორის არიან ცნობილი სპორტსმენები. იყო აფხაზეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, აგრეთვე სოხუმის კრივის ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლის დირექტორი. 1984 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. მისი თაოსნობით და მონაწილეობით სოხუმში აშენდა კრივის სპეციალიზირებული დარბაზი. იყო სპორტული ჟურნალისტი. იბეჭდებოდა ,,ლელოში".


გააზიარე: