The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ჭადრაკი

ბიოგრაფია

დაიბადა ზუგდიდში. მოჭადრაკე. მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონი ქალთა შორის. ჩემპიონობა მოიპოვა 1962 წელს ელიზავეტა ბიკოვას დამარცხებით (9:2), შემდეგ კი ტიტული ოთხჯერ დაიცვა: 1965 (8,5:4,5), 1969 (8,5:4,5) და 1972 (8,5:7,5) წლებში სამჯერ მოუგო ალა კუშნირს, 1975-ში კი – ნანა ალექსანდრიას (8,5:3,5). ტიტული დათმო 1978 წელს მაია ჩიბურდანიძესთან მატჩში (6,5:8,5). საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა (1976) და კაცთა შორის (1978, ჭადრაკის ისტორიაში პირველად). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86 – სსრკ ნაკრებში; 1992 – საქართველოს ნაკრებში). სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1964, 73, 81, 83, 85), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 72). ჭადრაკის “ოსკარის” პირველი მფლობელი (1982). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1969, 75). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა კაცთა და ქალთა ოლიმპიადების ჯამში საუკეთესო ქვეყანას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-96) და საპატიო პრეზიდენტი (1996-იდან). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-02). ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-86). 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (2001). ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  313 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - ვერა მენჩიკის სახელობის თასი, მსოფლიო ოლიმპიადა. ბუენოს აირესი
  • 1978 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ბიჭვინთა
    მატჩი თბილისელ მაია ჩიბურდანიძესთან 6,5:8,5
  • 1975 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. თბილისი და ბიჭვინთა
    მატჩი თბილისელ ნანა ალექსანდრიასთან 8,5:3,5
  • 1974 - ვერა მენჩიკის სახელობის თასი, მსოფლიო ოლიმპიადა. მედელინა
  • 1973 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1972 - ვერა მენჩიკის სახელობის თასი, მსოფლიო ოლიმპიადა. სკოპლე
  • 1972 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონთა თასი. ვრნიაჩკა ბანია
  • 1972 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. რიგა
    მატჩი მოსკოველ ალა კუშნირთან - 8,5:7,5
  • 1969 - ვერა მენჩიკის სახელობის თასი, მსოფლიო ოლიმპიადა. ლუბლიანა
  • 1969 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონთა თასი. ვრნიაჩკა ბანია
  • 1969 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. თბილისი და მოსკოვი
    მატჩი მოსკოველ ალა კუშნირთან - 8,5:4,5
  • 1966 - ვერა მენჩიკის სახელობის თასი, მსოფლიო ოლიმპიადა.ობერჰაუზენი
  • 1965 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. რიგა
    მატჩი მოსკოველ ალა კუშნირთან - 8,5:4,5
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1963 - ვერა მენჩიკის სახელობის თასი, მსოფლიო ოლიმპიადა. სპლინტი
  • 1962 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მოსკოვი
    მატჩი მოსკოველ ელენა ბიკოვასთან 9:2
  • 1958 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ხარკოვი

გააზიარე: