ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ნანა იოსელიანი
დაბადების თარიღი: | 12 თებერვალი, 1962 (63 წლის) |
კატეგორია: | ჭადრაკი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1979). ორჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში: 1988 წელს მაია ჩიბურდანიძესთან (7,5:8,5), 1991-ში – სე ცზიუნთან (2,5:8,5). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის ჩემპიონი (1980, 82 – სსრკ ნაკრებში; 1992, 94, 96 – საქართველოს ნაკრებში), მეორე (2002) და მესამე (1998) პრიზიორი. სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1981, 82, 86, 87). გოგონებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი (1978, 79). ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 316 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1977 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ლვოვი
|