The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ზურაბ აზმაიფარაშვილი

ზურაბ აზმაიფარაშვილი
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ჭადრაკი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (1988). ევროპის პირადი ჩემპიონატის გამარჯვებული (2003) და მესამე პრიზიორი (2001), ევროპის გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2003), ფიდეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპების 5-გზის მონაწილე (1997, 1999-2001, 2004). 7 საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე (1992-2004). საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებელი – 2007 ქულა (2003). გარი კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიოს პირველობის მატჩებში (1987-94). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (1998-2000) და თანაპრეზიდენტი (2000-04), შავი ზღვის აუზის ქვეყნების საჭადრაკო ასოციაციის პრეზიდენტი (1999-04), ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი (2002 წლიდან), ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  316 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "დინამო" თბილისი

გააზიარე: