The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ჯემალ აბაიშვილი

ჯემალ აბაიშვილი
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 1989  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელბურთი

ბიოგრაფია

 დაიბადა თბილისში. ხელბურთელი  -  მეკარე. თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკში” (1961-70), კრასნოდარის სკიფ-სა (1971-73) და სსრკ ნაკრებში (1962-67). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 64), სსრკ ჩემპიონატების სამგზის მეორე (1965, 66, 67) და ორგზის მესამე (1963, 71) პრიზიორი. მონაწილეობდა ორ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 67). სსრკ ნაკრებში ითამაშა 51 მატჩი. სპორტის საპატიო ოსტატი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1961-1970)
  • "სკიფ" კრასნოდარი (1971-1973)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კაუნასი
  • 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
  • 1965 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. სვერდლოვსკი
  • 1963 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1962 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კაუნასი

გააზიარე: