The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



იმედო ფხაკაძე

იმედო ფხაკაძე
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, ხელბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკსა" (1962-74) და სსრკ ნაკრებში (1963-71). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 64), ვერცხლის (1965, 66, 67) და ბრინჯაოს პრიზიორი (1963). მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე (1967, 70), მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი (1968). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 68 მატჩი, გაიტანა 193 გოლი. ხელბურთელის კარიერის შემდეგ იყო თბილისის "ბურევესტნიკის" მთავარი მწვრთნელი (1974-78). მისი აღზრდილია ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი), წვრთნიდა იორდანიის (1976)  და საქართველოს ნაკრებებს (2008). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 2012 წლიდან საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტია.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 255 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ბურევესტნიკი" თბილისი (1962-1974)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი სტუდენტთა შორის. დორტმუნდი
  • 1967 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კაუნასი
  • 1966 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი
  • 1965 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. სვერდლოვსკი
  • 1963 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი
  • 1962 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კაუნასი

გააზიარე: