Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
კულა გლდანელი![]()
Biographyდაიბადა 1858 წელს სოფელ გლდანში. ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. გამოირჩეოდა ღონით, სიმარდით, ქართული ჭიდაობის ილეთების კარგი ცოდნით. დამარცხებული ჰყავს თავისი დროის არაერთი სახელოვანი ქართველი და უცხოელი მოჭიდავე: ავლაბრელი სულხან დალაქი, დიდი მთავრის ფალავანი სოლომონ ბუღიტაშვილი, ყვანწვიალა ვეძისელი, ხუნწა ფშაველი, თურქი ალთი აილუღა, სპარსელი ხუშტურ ბეგი, შაჰნავაზელი ფრანგი მიხაკა და სხ. თანამედროვენი კულას ახასიათებდნენ როგორც ნამუსიან ვაჟკაცს, უღალატო მეგობარს, თავისი სიტყვის პატრონს, ყველასათვის კეთილის მდომს. პირველმა დააარსა თბილისში ე. წ. საჭიდაო წრე, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა კულა გლდანელისა და ნესტორ ესებუას პაექრობა, რასაც აკაკი წერეთელმა უძღვნა პოემა "გლდანელი და ესებუა". ის ეწეოდა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობას (ფინანსურად დაეხმარა ვაჟა - ფშაველას პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრებაში). გაზეთი "დროება" (1882 წ. N 202) კულა გლდანელზე წერდა: "მშვენიერი თვალტანადია გლდანელი, ვიწრო ჩოხა შემოწურული, სწორედ გმირსა ჰგავს, როდესაც გამოვა მოედანზე. მისი ამაყი, დარწმუნებული სიარული, მედიდური მიხვრა-მოხვრა, განიერი და ძარღვიანი გულ - მკერდი, მართლაც სასიამოვნო სანახავია" კულა გლდანელი გარდაიცვალა 1933 წელს. * წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. * შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია კულა გლდანელის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ საინფორმაციო პორტალ "Тбилисская неделя" -ში განთავსებულ სტატიაში "На небе – Бог, на земле – Кула Глданели" https://tbilisi.media/cultures/52710-na-nebe-bog-na-zemle-kula/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |