შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ. |
არსენ მეკოკიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ გიორგიწმინდაში (საგარეჯო). თავისუფალი ჭიდაობა (+100 კგ). ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1952), მსოფლიოს ჩემპიონი (1954), სსრკ ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1945, 46, 48-53, 56) და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში (1940, 47-52). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1945 წლიდან გამოდიოდა მოსკოვის (რუსეთი) სახელით. უკანასკნელად 44 წლის ასაკში იასპარეზა და სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონობა მოიპოვა (1956). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. საქართველოს აბსოლუტური ფალავანი 1936 - 1937 - 1938 წლები. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ., 102 გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |