ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ლევონ სარქისოვი
დაბადების თარიღი: | 1938 (87 წლის) |
კატეგორია: | ალპინიზმი |
ბიოგრაფია
თბილისელი მთამსვლელი ლევ სარქისოვი დღეისათვის მსოფლიოში თუ არა, საქართველოში მაინც, ყველაზე უხუცესია. საცაა მერვე ათეულ წელს მიუკაკუნებს, მაგრამ კვლავაც მწვერვალებისკენ უჭირავს თვალი და ცხოვრებაში არჩეული ბილიკიდან გადასვლას არ ჩქარობს. ნახევარ საუკუნეზე მეტია, მთაში დადის და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი მწვერვალი აქვს დალაშქრული, ზოგიერთი რამდენჯერმეც: უშბას სამხრეთ და ჩრდილოეთ მწვერვალები - 4 710 მ და 4 676 მ; ჩატინი - 4 318 მ; იალბუზი - 5 642 მ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული ხუთივე 7-ათასიანი მწვერვალი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მის ალპინისტურ კარიერაში დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტია (8848 მ), რომელიც მან 1999 წელს ექსპედიცია "კავკასია-99"-ის წევრებთან ერთად დაიპყრო. ამასთან იგი იმ დროს 60 წლის და 161 დღის იყო და როგორც მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ევერესტის დამლაშქრავი, გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა. სხვათა შორის, ლევ სარქისოვი პირველი სომეხი კაცია, რომელმაც "დედამიწის სახურავზე" შედგა ფეხი. იგი "ედელვეისის ორდენისა" და ღირსების ორდენის კავალერი და "თოვლის ჯიქის" ტიტულის მფლობელია.
79 წლის ასაკში ინსტრუქტორი ლევ სარქისოვი უკვე არა ერთი ქართველი ალპინისტის მასწავლებელია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მწვრთნელი იყო.
წყარო: http://gza.ambebi.ge/ (27.02.2017)
|