ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გიორგი მაკასარაშვილი
დაბადების თარიღი: | 16 ივლისი, 1958 (66 წლის) |
კატეგორია: | თავისუფალი ჭიდაობა |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (74, 82 კგ). მსოფლიოს თასის მფლობელი (1981), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1980, 83), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადისა (1983) და სსრკ ჩემპიონატების სამგზის მესამე პრიზიორი (1980, 81, 82), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1981), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976). თბილისის საერთაშორისო ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა (17 წლის) გამარჯვებული. სულ ეს ტურნირი მოიგო ოთხჯერ (1976, 80, 81, 83). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 109 გვ.
|