დაიბადა თბილისში. თავისუფალი სტილით მოჭიდავე (120 კგ). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2002), მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1996), ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი ახალგაზრდებს შორის (1999), მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1999, 2000). საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული. ღირსების მედლის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 113 გვ.