ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ზაზა ზოზიროვი
დაბადების თარიღი: | 19 აპრილი, 1972 (53 წლის) |
კატეგორია: | თავისუფალი ჭიდაობა |
ბიოგრაფია
დაიბადა გორში. თავისუფალი სტილის მოჭიდავე (58, 68 კგ). 1994-99 წლებში გამოდიოდა უკრაინის სახელით. ევროპის ორგზის ჩემპიონი (1993, 99) და მესამე პრიზიორი (1996), მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (1997, 98), XXVI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1996, ატლანტა), ჭაბუკთა შორის მსოფლიოსა (1990) და ევროპის (1989) ჩემპიონი, დსთ-ის ჩემპიონი (1992). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 113 გვ.
|