ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ხათუნა ნარიმანიძე
დაბადების თარიღი: | 2 თებერვალი, 1974 (51 წლის) |
კატეგორია: | მშვილდოსნობა |
ბიოგრაფია
დაიბადა ბათუმში მშვილდოსანი. ევროპის ზამთრის ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდურ პირველობაში (2011), ევროპის ზამთრის ჩემპიონატის ვერცხლის (2002) და ორგზისბრინჯაოს პრიზიორი გუნდურ პირველობაში (2004, 2010), სტუდენტთა მსოფლიო პირველობის მეორე პრიზიორი სიდნეის (2000, 1/32 - ფინალი), ათენის (2004, 1/32 - ფინალი) და პეკინის (2008, IX ადგილი) ოლიმპიადების მონაწილე. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 149 გვ.
|