ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ნუგზარ (ნუკრი) კაკილაშვილი
დაბადების თარიღი: | 28 მაისი, 1960 (64 წლის) |
კატეგორია: | ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი (ნახევარმცველი). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1977-87), ლანჩხუთის “გურიაში” (1988), ბათუმის “დინამოში” (1989), თბილისის “შევარდენი 1906″-ში (1990). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 198 მატჩი (21 გოლი), საქართველოს უმაღლეს ლიგაში _ 12. სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981). სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის დირექტორი 1992-2004 წლებში. ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 198 გვ.
|