ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
გელა კეტაშვილი
დაბადების თარიღი: | 27 სექტემბერი, 1965 (59 წლის) |
კატეგორია: | ფეხბურთი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. ფეხბურთელი. (მცველი). თამაშობდა ქუთაისის ”ტორპედოში” (1981-83), თბილისის ”დინამოში” (1984-90, 1994), ლანჩხუთის ”გურიაში” (1991), თბილისის ”თეთრ არწივში” (1993-94). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი. 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი. სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 164 მატჩი (4 გოლი), საქართველოს უმაღლეს ლიგაში _ 9. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 200 გვ.
|