The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



კახა კალაძე

კახა კალაძე
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1978  (47 წლის)
კატეგორია:ფეხბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა სამტრედიაში. ფეხბურთელი (მცველი). თამაშობდა “სამტრედიაში” (1993), თბილისის “დინამოში” (1994-97), კიევის “დინამოში” (უკრაინა, 1998-2000) მილანის “მილანში” (იტალია, 2001-2010) და "ჯენოაში" (იტალია 2010-12). საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 75 მატჩი (1 გოლი). ევროპის ჩემპიონთა თასის ორგზის (2003 - 2007) უეფას სუპერთასის ორგზის (2003-2007) მფლობელი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვებული (2007). საქართველოს სამგზის (1996, 97, 98), უკრაინის სამგზის (1998, 99, 2000) და იტალიის (2004) ჩემპიონი. საქართველოს ორგზის (1996, 97), უკრაინის სამგზის (1998, 99, 2000) და იტალიის თასების (2003) და სუპერთასის (2004) მფლობელი. საქართველოს ოთხგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (2001, 02, 03, 06). საქართველოს ნაკრებში ითამაშა 87 მატჩი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი. 2011 წლის 11 დეკემბერს საჯაროდ გამოაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  202 გვ.


გააზიარე: