The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



არჩილ მდივანი

არჩილ მდივანი
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1911
გარდაცვ. თარიღი:13 სექტემბერი, 1937  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:ჩოგბურთი

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში. ჩოგბურთელი. პირველი ქართველი სპორტის ოსტატი ჩოგბურთში (1936). სსრკ სამგზის ჩემპიონი წყვილთა თანრიგში (ედუარდ ნეგრებეცკისთან ერთად _ 1934-36). 5 წლის განმავლობაში შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ კაცთა ათეულში: 1931 (6 ნომერი), 1932 (6), 1933 (6), 1934 (8), 1935 (5). 1932 წლიდან ცხოვრობდა ლენინგრადში და იყო ამ ქალაქის ჩემპიონი ერთეულთა (1935) და წყვილთა თანრიგში (1932, 35-36). ცნობილი ბოლშევიკის ბუდუ მდივნის შვილი. 1937 წლის აპრილში მოსკოვში დააპატიმრეს, 13 სექტემბერს კი ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და იმავე დღეს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  210 გვ.


გააზიარე: