Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads. The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes. |
გიორგი ასანიძე![]()
Biographyდაიბადა საჩხერეში. ძალოსანი (77 და 85 კგ). 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (საუკეთესო შედეგი სამმა ძალოსანმა აჩვენა. მათ შორის მედლები პირადი წონის მიხედვით განაწილდა, სამეულში კი ყველაზე მძიმე ქართველი სპორტსმენი აღმოჩნდა). მსოფლიოს ჩემპიონი (2001) და მეორე პრიზიორი (2002), ევროპის სამგზის ჩემპიონი (2000, 01, 02) და მეორე პრიზიორი (1998). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1994, 95). ატაცში დამყარებული აქვს ორი მსოფლიო რეკორდი: 168 კგ (77 კგ კატეგორიაში,1998) და 186 კგ (85 კგ კატეგორიაში, 2000). საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1998, 2000, 01). ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი. წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 224 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |