The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ანზორ მარტყოფლიშვილი

ანზორ მარტყოფლიშვილი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:მწვრთნელი, ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ზემო მაჩხაანში (დედოფლისწყარო). ძიუდოისტი (63, 66 კგ). ევროპის ჩემპიონი (1968) და მესამე პრიზიორი (1971), სსრკ ჩემპიონი სამბოში (1970). სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი და გუნდის უფროსი (1977-86), საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1991-იდან) და გენერალური მდივანი (2001-იდან). ძიუდოს და სუმოს შესახებ სამი ნაშრომის ავტორი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სამბოსა და ძიუდოში, სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოში. ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  230 გვ.


გააზიარე: