ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ამირან ტოტიკაშვილი
დაბადების თარიღი: | 21 ივნისი, 1969 (55 წლის) |
კატეგორია: | ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა მარტყოფში (გარდაბანი). ძიუდოისტი (60 კგ). სეულის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1988), მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1988, 89), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1990), "კეთილი ნების თამაშების" ჩემპიონი (1990), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1988, 89). მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის (1989). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 235 გვ.
|