ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
დავით ხახალეიშვილი
დაბადების თარიღი: | 28 თებერვალი, 1971 |
გარდაცვ. თარიღი: | 11 იანვარი, 2021 (49 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა ქუთაისში. ძიუდოისტი (+95 კგ). XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (1991, 93) და ორგზის მესამე (1993, 95) პრიზიორი ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993, +95 და აბსოლუტური, 1996, +95) და მესამე პრიზიორი (1990), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97), სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და სსრკ ჩემპიონი (1991) ძიუდოში, დსთ-ის ჩემპიონი (1992). XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1996, ატლანტა) აწონაზე დაგვიანების გამო მოხსნეს შეჯიბრებიდან. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 236 გვ.
|