ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ნესტორ ხერგიანი
დაბადების თარიღი: | 20 ივლისი, 1975 (49 წლის) |
კატეგორია: | ძიუდო |
ბიოგრაფია
დაიბადა მესტიაში. ძიუდოისტი (60 კგ). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1998, 03) და შვიდგზის მესამე პრიზიორი (1999-02, 07, 08, 09). XXVIII ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2004, ათენი), მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (2007) და მესამე პრიზიორი (1999), ევროპის სამგზის (2002, 03, 07) და მსოფლიოს ჩემპიონი (2006) გუნდურ პირველობაში, ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის (1992), ევროპის ჩემპიონი სამბოში (2010) და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის სამბოში (1994). ღირსების ორდენის კავალერი.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 238 გვ.
|