The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ზურაბ ზვიადაური

ზურაბ ზვიადაური
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1981  (43 წლის)
კატეგორია:ძიუდო

ბიოგრაფია

დაიბადა ახმეტაში.ძიუდოისტი (90 კგ). პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (2004, ათენი, XXVIII ოლიმპიადა), მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მეორე პრიზიორი (2001, 03), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ (2002, 03) და მესამე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (2002), მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (2002), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2000), მსოფლიოს ჭაბუკთა თამაშების მეორე პრიზიორი (1998). ღირსების ორდენის კავალერი.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ. 239 გვ.


გააზიარე: